Friday, February 20, 2015

დღე მეოთხე.
20.02.2015.

დატვირთული და დაძაბული დღე იყო.
პირველი ეტაპის წარმატებულად გადალახვის შემდეგ, გადავედით კითხვის დასმის ტექნიკაზე. რა მარტივია და რა რთული.
თითქოს არაფერი ისეთი. ამ შეკითხვებს ყოველ გაკვეთილზე ვსვამთ, მაგრამ ასეთი კლასიფიკაციის დრო არასოდეს არ მაქვს.
ზოგადი და თემატური. ასეთი დიდი დატვირთვის მქონე ორი რადიკალურად განსხვავებული ტიპის კითხვები, ფაქტიურად მთლიანად განსაზღვრავენ პროექტს, გაკვეთილს.

Saturday, February 14, 2015

რეფლექსია

დღე მესამე
14 თებერვალი

საინტერესო დღე იყო.
არ ვიცი ამდენის გადახარშვას თუ მოვახერხებ. :)
ბევრი პრაქტიკული საკითხი მოხვდა ჩვენი შესასწავლი თემების სპექტრში, მაგრამ....
ის, რაც პროფესიული თვალსაზრისით ყველაზე მეტად მჭირდება:
1. ხშირად გვჭირდება კონფიდენციალობის დაცვა, მაგრამ არ ვიცოდი - როგორ. ახლა დაზღვეული ვიქნები: რასაც ვიმუშავებ, რომელ გვერდებს გამოვიყენებ, რა ანგარიშები დამჭირდება - შემიძლია ისე წავშალო, რომ არასოდეს გამოჩნდეს. ინტერნეტში მუშაობის თავისუფლება დაცული იქნება.
2. კითხვარებისა და ტესტების შექმნა. ძალიან ბევრ საშუალებას იძლევა გუგლის ფორმების შექმნა. ტესტები და კითხვარები გამოკითხვის ერთ-ერთი საუკეთესო ფორმაა და ამის გამოყენება დისტანციური სასწავლო ურთიერთობებისათვის ძალიან მოსახერხებელია. მით უმეტეს, თუ უნარშეზღუდულ ბავშვებთან გვაქვს საქმე.
3. და ბოლოს: დღეს ვალენტინობაა! მერე რა, რომ კათოლიკური დღესასწაულია და მე - მართლმადიდებელი ვარ. ვალენტინობას გილოცავთ! ყველას! სიყვარული ზოგადსაკაცობრიოა და ყველას ჭირდება!


https://docs.google.com/forms/d/1xoqGnDUYgcJxIf3KfBPH0KvGYqduDPyyggN66KIpvf0/edit?usp=sharing

ტესტი

Friday, February 13, 2015

რეფლექსია.

დღე მეორე.
"დავალაგეთ" გუგლდრაივის პარამეტრები ჩვენთვის მოსახერხებელი მონაცემებით;
გავერკვიეთ ჩეკლისტის (პროექტის გეგმის შაბლონის) მოხმარების პრინციპებში.
აღმოჩნდა, რომ გუგლის ინსტრუმენტების არასათანადო ცოდნა ხელს გვიშლის ძირითად მასალაზე მუშაობაში. არ მგონია, რომ ამაზე დახარჯული დრო დაკარგულია. ძალიან მნიშვნელოვან  ელემენტებს მოიცავს და მათი სრულფასოვნად ათვისება პროექტის მომზადებისას ძალიან გვჭირდება.


https://docs.google.com/document/d/1mDoQzp3h4zbma6pDCq9p0sR_ei7b252LVrb9-bJzAps/edit