Saturday, February 14, 2015

რეფლექსია

დღე მესამე
14 თებერვალი

საინტერესო დღე იყო.
არ ვიცი ამდენის გადახარშვას თუ მოვახერხებ. :)
ბევრი პრაქტიკული საკითხი მოხვდა ჩვენი შესასწავლი თემების სპექტრში, მაგრამ....
ის, რაც პროფესიული თვალსაზრისით ყველაზე მეტად მჭირდება:
1. ხშირად გვჭირდება კონფიდენციალობის დაცვა, მაგრამ არ ვიცოდი - როგორ. ახლა დაზღვეული ვიქნები: რასაც ვიმუშავებ, რომელ გვერდებს გამოვიყენებ, რა ანგარიშები დამჭირდება - შემიძლია ისე წავშალო, რომ არასოდეს გამოჩნდეს. ინტერნეტში მუშაობის თავისუფლება დაცული იქნება.
2. კითხვარებისა და ტესტების შექმნა. ძალიან ბევრ საშუალებას იძლევა გუგლის ფორმების შექმნა. ტესტები და კითხვარები გამოკითხვის ერთ-ერთი საუკეთესო ფორმაა და ამის გამოყენება დისტანციური სასწავლო ურთიერთობებისათვის ძალიან მოსახერხებელია. მით უმეტეს, თუ უნარშეზღუდულ ბავშვებთან გვაქვს საქმე.
3. და ბოლოს: დღეს ვალენტინობაა! მერე რა, რომ კათოლიკური დღესასწაულია და მე - მართლმადიდებელი ვარ. ვალენტინობას გილოცავთ! ყველას! სიყვარული ზოგადსაკაცობრიოა და ყველას ჭირდება!


https://docs.google.com/forms/d/1xoqGnDUYgcJxIf3KfBPH0KvGYqduDPyyggN66KIpvf0/edit?usp=sharing

ტესტი

1 comment:

  1. მშვენიერი ყოვლისმომცველი რეფლექსიაა.

    ასე გააგრძელეთ.

    ReplyDelete